თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 33 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან ორი კლინიკაში გუშინ შეიყვანეს
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 33 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან ორი კლინიკაში გუშინ შეიყვანეს

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 33 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან ორი კლინიკაში გუშინ შეიყვანეს.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განუცხადა.

„ინფექციური პათოლოგიის ცენტრში ამჟამად არის 33 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის გუშინ შემოვიდა ორი. დღეს გამოჯანმრთელებულებული კოვიდინფიცირებულებული არ გვყავს. ერთთან ველოდებოდით განმეორებით ტესტს და მოვიდა სუსტი დადებითი, ამდენად, ეს პაციენტი გამოჯანმრთელებულებულად არ ითვლება.

გვყავდა ორი შესაძლო შემთხვევა, რომლებთანაც არ დადასტურდა ინფექცია და გაეწერენ ბინაზე. მძიმე პაციენტებს რაც შეეხება, მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია და გაუმჯობესებულია ასევე კრიტიკული პაციენტის მდგომარეობაც. თუმცა ჯერჯერობით საბოლოოდ ვერ ვიტყვით, მაგრამ ვფიქრობთ რომ პროგნოზი იქნება საიმედო. რაც შეეხება სამ პაციენტს, რომლებიც იყვნენ ასევე მძიმე, პნევმონია რჩება, მაგრამ გაუმჯობესებული არიან კლინიკურადაც და ლაბორატორიულადაც. ხვალისთვის ერთი პაციენტის ხელმეორე ტესტი გვაქვს დაგეგმილი. ახლა ჩვენ დაგვრჩა შედარებით გვიან შემოსული პაციენტები. შესაბამისად, ჯერჯერობით მალე ბევრი გამოჯანმრთელებულებული არ იქნება“, – განაცხადა ენდელაძემ.