თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 19 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, რომელთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, ორის კი მძიმე
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 19 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, რომელთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, ორის კი მძიმე

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ოთხი ახალი კოვიდინფიცირებული მოათავსეს. კლინიკას ჯამში კორონავირუსით ინფიცირებული 19 პაციენტი ჰყავს. მათგან ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე, ხოლო ორის მძიმეა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განუცხადა.

მისივე ცნობით, კლინიკაში ორი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

„ინფექციური პათოლოგიის ცენტრში ამჟამად მკურნალობს 19 კოვიდინფიცირებული. გუშინ არ გაწერილა პაციენტი. დაემატა ოთხი ახალი შემთხვევა. დღეს ტარდება ორ პაციენტზე მეორადი ტესტირება და სავარაუდოდ გამოჯანმრთელებულები გაეწერებიან. გვყავს სამი მძიმე პაციენტი, აქედან ერთი კრიტიკულია“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.