თბილისის ინფექციურ კლინიკაში გუშინ გამოკვლეული 33 ადამიანიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
თბილისის ინფექციურ კლინიკაში გუშინ გამოკვლეული 33 ადამიანიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

თბილისის ინფექციურ კლინიკაში, დღეს დილის მონაცემებით, 30 პაციენტი იმყოფება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, გუშინდელი დღის განმავლობაში ინფექციურ კლინიკაში ორ ეტაპად 33 პაციენტს ჩაუტარდა ახალ კორონავირუსზე კვლევა და ვირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა, ყველა პაციენტის პასუხი უარყოფითი იყო.

როგორც მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, აღნიშნული მოქალაქეების ნაწილი უკვე საკარანტინო სივრცეში ან თვითიზოლაციაში იმყოფება.