თბილისის „იბერიის“ მცველს, ნიკოლოზ ბოჭორიშვილს „ნაპოლის“, „ატალანტასა“ და „გენტის“ სკაუტები აკვირდებიან #1TVSPORT
თბილისის „იბერიის“ მცველს, ნიკოლოზ ბოჭორიშვილს „ნაპოლის“, „ატალანტასა“ და „გენტის“ სკაუტები აკვირდებიან #1TVSPORT

იტალიური კლუბები „ნაპოლი“ და „ატალანტა“, ასევე ბელგიური „გენტი“ თბილისის „იბერიის“ 17 წლის მცველს, ნიკოლოზ ბოჭორიშვილს აკვირდებიან, – ამის შესახებ იტალიური გამოცემა ilnapolionline-ი ცნობილი ჟურნალისტისა და სატრანსფერო ბაზრის ექსპერტის, ნიკოლო სკირას განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

„ახალგაზრდა ქართველი – ვინ არის „ნაპოლის“ ახალი სატრანსფერო სამიზნე? „ბაზრის“ ექსპერტის, ნიკოლო სკირას აზრით, „ნაპოლი“ „ატალანტასა“ და ბელგიურ „გენტთან“ ერთად თვალს ადევნებს ქართველ ტალანტს, ნიკოლოზ ბოჭორიშვილს.

ის „იბერიის“ მოთამაშეა და 2007 წელსაა დაბადებული. ბოჭორიშვილი ცენტრალური მცველია, მაგრამ ძალიან მოქნილია. მას შეუძლია ითამაშოს როგორც საყრდენ ნახევარმცველად, ასევე მარჯვენა მცველად.

ბოჭორიშვილი ამჟამად საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებში თამაშობს. სკირას თქმით, „ნაპოლის“ სკაუტი მისი თამაშის სანახავად მოლდოვასთან საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების თამაშს ესწრებოდა“, – წერს ilnapolionline-ი.