თბილისის „იბერიამ“ ბათუმის „დინამო“ დაამარცხა და ჩემპიონობამდე სამი ქულა აშორებს #1TVSPORT
თბილისის „იბერიამ“ ბათუმის „დინამო“ 1:0 დაამარცხა, ლიდერობა განიმტკიცა და არსებობის ისტორიაში მეორედ ჩემპიონის ტიტულს მიუახლოვდა.
ამ შეხვედრამდე ქუთაისის „ტორპედო“ ფოთის „კოლხეთთან“ 1:3 დამარცხდა, „იბერიამ“ კი კონკურენტის წაგებით ისარგებლა. ლევან კორღალიძის გუნდს ანგარიშის გახსნა პირველივე ტაიმში შეეძლო, მაგრამ 45-ე წუთზე გიორგი კოხრეიძემ პენალტი ვერ გაიტანა – მისი დარტყმული ხორვატიასთან პლეი ოფის მატჩის გმირმა, საქართველოს ახალაგზრდული ნაკრების მეკარემ, ლუკა ხარატიშვილმა მოიგერია.
მეორე ტაიმში „იბერიამ“ მაინც გაიტანა. 64-ე წუთზე თბილისელთა ცენტრალურმა მცველმა, გიორგი ჯგერენაიამ ბათუმელთა ფეხბურთელს საჯარიმოსთან ბურთი აართვა, კარისკენ დაარტყა და, როგორც გაირკვა, გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.
ამ მატჩამდე გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე „დილამ“ „დინამო თბილისი“ მიიღო და მხოლოდ მატჩის მიწურულს, 90+5-ე წუთზე იბრაჰიმა დრამეს მიერ გატანილი გოლით 1:0 მოიგო, რითიც მიმდინარე სეზონში მესამე ადგილი გაინაღდა.
„იბერიამ“ სეზონის დაასრულებამდე 3 ტურით ადრე 70 ქულა დააგროვა, კონკურენტ ქუთაისის „ტორპედოს“ ექვსი ქულით გადაასწრო და ჩემპიონობის მოსაპოვებლად მხოლოდ სამი ქულა სჭირდება – თანაბარი ქულების დაგოვების შემთხვევაში ლევან კორღალიძის გუნდი ქუთაისელებს დამატებითი მაჩვენებლებით სჯობნის.
ადგ |
გუნდი |
თ |
მ |
ფ |
წ |
ბ |
ქ |
1 |
იბერია |
33 |
22 |
4 |
7 |
70-43 |
70 |
2 |
ტორპედო |
33 |
19 |
7 |
7 |
54-38 |
64 |
3 |
დილა |
33 |
17 |
11 |
5 |
54-28 |
62 |
4 |
დინამო ბთ |
33 |
13 |
10 |
10 |
39-38 |
49 |
5 |
სამგურალი |
33 |
10 |
9 |
14 |
48-47 |
39 |
6 |
დინამო თბ |
33 |
9 |
12 |
12 |
32-38 |
39 |
7 |
გაგრა |
33 |
10 |
5 |
18 |
34-49 |
35 |
8 |
კოლხეთი (ფ) |
33 |
7 |
13 |
13 |
42-56 |
34 |
9 |
თელავი |
33 |
7 |
9 |
17 |
27-40 |
30 |
10 |
სამტრედია |
33 |
5 |
12 |
16 |
31-54 |
27 |