გიორგი მაკარიძე – მოწინააღმდეგეს ვაჯობეთ, მაგრამ გამოცდილება დაგვაკლდა #1TVSPORT

23:53, 22.10.2026

„იბერიის“ მეკარემ, გიორგი მაკარიძემ კომენტარი გააკეთა შვედურ „მიალბისთან“ კონფერენსლიგაზე ჩატარებული მატჩის შემდეგ.

„მოედანზე მოსაგებად გავედით. „მიალბი“ შვედეთის ჩემპიონია და გასული სეზონის შემდეგ შემადგენლობა თითქმის სრულად შენარჩუნებული აქვს. მიმაჩნია, რომ მოწინააღმდეგეს ვაჯობეთ, მაგრამ გამოცდილება დაგვაკლდა. ზოგადად, ქართველებს ყურების ჩამოყრა გვახასიათებს. მაგრამ „ლარნესთან“ მოგებაში ხალხმა დიდი წვლილი შეიტანა. მაშინ, 1:1-ზე გულშემატკივრებისგენ ისეთ მუხტი წამოვიდა, ძალიან დაგვეხმარა და ხალხმა ჩვენს გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა. მადლობა მათ, ვინც დღეს მოვიდა და მხარი დაგვიჭირა“.

„იბერია“ კონფერენსლიგის ძირითადი ეტაპის მესამე ტურის შეხვედრას გასვლაზე გამართავს – გუნდი 6 ნოემბერს „კოპენჰაგენს“ ესტუმრება.

მსგავსი