თბილისის „იბერიამ“ ახალწვეულები წარადგინა #1TVSPORT
თბილისის „იბერიამ“ ახალწვეულები წარადგინა #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბმა „იბერია 1999“-მა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშებამდე ახალწვეულები წარადგინა.

საქართველოს მქომედმა ჩემპიონმა ორი ფეხბურთელი დაიმატა. 24 წლის კოტ დიუვარის ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველი არმელ ზოჰურია, რომელიც ბოლოს მოლდოვის ყველაზე ტიტულოვან კლუბში, ტირასპოლის „შერიფში“ გამოდიოდა და მისი ფორმით ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე 10 მატჩი ჩაატარა. სულ კი „შერიფში“ ზოჰურის ანგარიშზე 2 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.

თბილისელთა მეორე ახალწვეული ანეს რუშევიჩია – 28 წლის სერბი ცენტრალური თავდამსხმელი, რომელიც „იბერიას“ ჩრდილომაკედონიური „რაბოტნიჩიდან“ შეუერთდა. მან გასული სეზონის პირველი ნახევარი „ზრინსკიში“ გაატარა და ბიოგრაფიაში ბოსნიის ჩემპიონის ტიტულის ჩაიწერა. მანამდე კი ბორისოვოს „ბატესთან“ ერთად ბელარუსის ჩემპიონი და თასის მფლობელიც გახდა.

საფეხბურთო კლუბი „იბერია 1999“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე შვედურ „მალმიოს“ დაუპირისპირდება. ლევან კორღალიძის გუნდი პირველ მატჩს 8 ივლისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს.