თბილისის „იბერია“ – ანდრეი დემჩენკო მთავარ მწვრთნელად რჩება #1TVSPORT
ანდრეი დემჩენკო გუნდში რჩება – ეს განცხადება „იბერიის“ პრესსამსახურმა ბოლო დროს გავრცელებული ხმების საპასუხოდ გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის „იბერია“ კონფერენსლიგის ძირითად ეტაპზე გავიდა. მაგრამ ეროვნულ ლიგასა და საქართველოს თასზე 5 მატჩი წააგო.
ამის შემდეგ გავრცელდა ხმები, თითქოს საქართველოს მოქმედი ჩემპიონის უკრაინელი მთავარი მწვრთნელი გუნდიდან მიდიოდა, მას კი ლევან კორღალიძე ჩაანაცვლებდა, ვინც გუნდს აქამდე ორჯერ ხელმძღვანელობდა.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ანდრეი დემჩენკოს გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან შესაძლო წასვლის თაობაზე.
აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. „იბერია 1999“ ოფიციალურად ადასტურებს, რომ ანდრეი დემჩენკო რჩება გუნდის მთავარ მწვრთნელად და კლუბთან ერთად აგრძელებს მუშაობას.
მოვუწოდებთ გულშემატკივრებსა და მედიას, ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას“, – წერია „იბერიის“ მიერ გავრცელებულ ცნობაში.