თბილისის გრანდ სლემის მეორე დღეს ცამეტი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს #1TVSPORT
თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე მეორე საშეჯიბრო დღეს მედლების მოსაპოვებლად 13 ქართველი იასპარეზებს. კაცებში 73 და 81 კგ წონით კატეგორიაში 4-4 სპორტსმენი გვეყოლება, ქალებში 63 კგ-ში – ორი, 70 კგ-ში კი – ერთი ძიუდოისტი.
73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი, კოტე კაპანაძე, მიხეილ ბახბახაშვილი.
81 კგ: დიმიტრი გოჩილაიძე, ზაურ დვალაშვილი, გიორგი ჯაბნიაშვილი, ლევან გუგავა
63 კგ: ეთერ ასკილაშვილი, ნინო გეთიაშვილი.
70 კგ: რეგინა უთნელიშვილი.
შეგახსენებთ, რომ თბილისის გრანდ სლემის პირველ დღეს 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ახალგაზრდა ქართველმა ფინალში აზერბაიჯანელ ტურან ბაირამოვთან დაძაბულ ორთაბრძოლაში წააგო.
25 მარტი
10:00 – წინასწარი შეხვედრები
17:00 – ფინალური ბლოკი