თბილისის გრანდ სლემის ბოლო დღეს მედლებისთვის ცამეტი ქართველი ძიუდოისტი იბრძოლებს #1TVSPORT
თბილისის გრანდ სლემის ბოლო დღეს მედლებისთვის ცამეტი ქართველი ძიუდოისტი იბრძოლებს #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს მედლების მოსაპოვებლად ცამეტი ქართველი ძიუდოისტი იბრძოლებს.

კაცები

90 კგ. ლუკა მაისურაძე, ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი, ლაშა ბექაური.

100 კგ. ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი, მიხეილ ჯაფარიძე.

+100 კგ. გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი, გელა ზაალიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი.

ქალები

+ 78 კგ: სოფიო სომხიშვილი.

თბილისის გრანდ სლემზე ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ჯერჯერობით ორი მედალია. ტურნირზე ვერცხლის მედალი 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი გახდა.

26 მარტი

11:00 – წინასწარი შეხვედრები

17:00 ფინალური ბლოკი.

ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრებმა 14 მედალი მოიპოვეს. ჩვენი სპორტსმენების მონაგარი ხუთი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და ხუთი ბრინჯაოს მედალი იყო.

ჩემპიონები თემურ ნოზაძე (60 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ), ონისე სანებლიძე (100 კგ) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ) გახდნენ. ვერცხლის მედლებს გიორგი სარდალაშვილი (60 კგ), გიორგი თუთაშვილი (66 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და გიორგი ბერიაშვილი (100 კგ) დაეუფლნენ, ხოლო ბრინჯაოს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ), გიორგი ტერაშვილმა (73 კგ), ლევან მატიაშვილმა (+100 კგ), ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) და სოფიო სომხიშვილმა (+78 კგ) მოიპოვეს.