თბილისის გრანდ სლემი ძიუდოში | მაისურაძე ოქროს მედლის მფლობელია, ჯავახიშვილმა ბრინჯაო მოიპოვა​ [ვიდეო] #1TVSPORT
თბილისის გრანდ სლემი ძიუდოში | მაისურაძე ოქროს მედლის მფლობელია, ჯავახიშვილმა ბრინჯაო მოიპოვა​ [ვიდეო] #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის დასკვნით დღეს ლუკა მაისურაძემ (90კგ) ფინალში სერბი ნემანია მაიდოვი დამატებით დროში დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

ამავე წონაში მესამე ადგილზე გავიდა 20 წლის ლუკა ჯავახიშვილი, რომელმაც ბრინჯაოსთვის დაპირისპირებაში აკაკი ჯაფარიძე დაამარცხა.