თბილისის გრანდ სლემი ძიუდოში | ირაკლი დემეტრაშვილი და ლუკა მაისურაძე ფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT
თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის დასკვნით დღეს მძიმეწონოსანი ირაკლი დემეტრაშვილი და ლუკა მაისურაძე (90კგ) ფინალში იჭიდავებენ.
ნახევარფინალში დემეტრაშვილმა ნიდერლანდელი სპაიკერსი იპონით დაამარცხა და ოქროს მედლისთვის გერმანელ კონეს დაუპირისპირდება.
ფინალში ლუკა მაისურაძის მეტოქე გამოცდილი სერბი ძიუდოისტი ნემანია მაიდოვი იქნება.
ტურნირზე ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ მძიმეწონოსანი საბა ინანეიშვილი, ლუკა ჯავახიშვილი, აკაკი ჯაფარიძე (ორივე 90კგ) და 100 კგ-ში მოასპარეზე ნიკა ხარაზიშვილი.
90 კგ-ში მესამე ადგილისთვის ჯავახიშვილი ჯაფარიძესთან იჭიდავებს.
ფინალური ბლოკი 17:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.