თბილისის გრანდ სლემი ძიუდოში | ინანეიშვილი, დემეტრაშვილი და ხარაზიშვილი მეოთხედფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT
თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის დასკვნით დღეს სამი ქართველი – ირაკლი დემეტრაშვილი, საბა ინანეიშვილი (ორივე +100კგ) და ნიკა ხარაზიშვილი (100კგ) მეოთხედფინალში იასპარეზებენ.
მედლებისთვის ბრძოლას მერვედფინალში განაგრძობს 90კგ-ში დღეს გამომსვლელი ოთხივე ძიუდოისტი – ლუკა მაისურაძე, ლუკა ჯავახიშვილი, ვლადიმერ ახალკაცი და აკაკი ჯაფარიძე.
ფინალური ბლოკი 17:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
თბილისის გრანდ სლემი 20 მარტს დაიწყო და დღეს, 22 მარტს დასრულდება.
