„თბილისის ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი“ კახა კალაძემ გახსნა
„თბილისის ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი“ კახა კალაძემ გახსნა

„თბილისის ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი“ თბილისის მერმა კახა კალაძემ გახსნა. მან აღნიშნა, რომ ახალმა პროექტმა მრავალი გამოწვევა უნდა დაძლიოს.

„გამოწვევები არის რა თქმა უნდა. ჩვენთვის ეს არის სიახლე, ახალი მიმართულებაა პირველი ნაბიჯებია. რაც გავაკეთეთ, ეს არის ავტობუსებით უზრუნველყოფა, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ჩვენ მოვისმენთ თუ რა უნდა გაკეთდეს, რა არის გაკეთებული და როგორ გავიზიაროთ საუკეთესო გამოცდილება.

ჩვენ გვყავს ადამიანი, რომელიც ამ პროექტს ხელმძღვანელობს, სერგი გვარჯალაძის სახით და მგონია, რომ საკმაოდ დიდ წვლილს შეიტანს ჩვენთან ერთად რა თქმა უნდა, რომ ამ მიმართულებად ხელი შევუწყოთ. საშუალება მივცეთ ახალგაზრდებს დასაქმების, რომ უფრო ჩართული იყვნენ ამ მიმართულებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ორგანიზებით, 30 ნოემბერს და პირველ დეკემბერს, „თბილისის ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი“ ტარდება.

დატოვე კომენტარი