თბილისის ერთ-ერთ უბანში მორიგი არქეოლოგიური მასალა აღმოაჩინეს 
თბილისის ერთ-ერთ უბანში მორიგი არქეოლოგიური მასალა აღმოაჩინეს 

დედაქალაქის მერიისა და თბილისის განვითარების ფონდის პროექტის „ახალი ტფილისი“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების დროს, არქეოლოგიური მასალა აღმოაჩინეს, ესენია სამი ქვევრი, თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები და ორი ხმალი.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვევრები და თიხის ჭურჭელი, რომელიც ახოსპირელის N7/2-ში აღმოჩნდა ზუსტად იმეორებენ გუდიაშვილის მოედანზე, ამავე მისამართზე მდებარე საცხოვრებელი სახლის სარდაფში ადრე გამოვლენილ კერამიკულ ჭურჭელზე დატანილ დამღას, წვეროსანი მამაკაცის ანფასს, რომელსაც პირობითად „თბილისელი“ ეწოდა.

მათივე ინფორმაციით, ხმლები რომელიც აბესაძის N 21-ში აღმოჩნდა, რუსეთის იმპერიის არმიის შეიარაღების ნიმუშია, ისინი დამზადებულია ზლატოუსტის იარაღის ფაბრიკაში, XIX ს-ის მეორე ნახევარში, რაზეც მეტყველებს ხმლის პირზე არსებული დამღა.