თბილისის ექვს რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
თბილისის ექვს რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის ექვს რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ნაძალადევის რაიონში ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, კავთისხევის, დეპოს, ბუგეულის, ზეკარის, სვირის, კიშინიოვის, დარკვეთის, ასურეთის, გეგუთის, ლუბოვსკის, ჯავის, სანერგეს, ბენდელიანის, სანავარდოს, თოდრიას, ლისაშვილის, წერონისის, მირზაანის, ლაითურის, მაჩხაანის, ჟღენტის, წმინდა მელქისედეკ I-ის, საყვირის, სვანეთის, ხევსურეთის, ლეჩხუმის, ზაჰესის, ჯანელიძის, ნიკო მარის, სააკაძის, მანჯგალაძის, სუმბათაშვილ-იუჟინის, გომბორის, საჭილაოს, გულრიფშის, თამარაშვილის, ლიკანის, ქართლელიშვილის, კამალოვის, წიკლაურის, ჩაქვის, ცქიტიშვილის, კახიანის, წაღვერის, ურიდიას, ქებურიას, წრომის, ძმობის, ბიჩინაშვილის, კელაპტრიშვილის, უწერის, ნოსტეს, ღუდუშაურის, ხუდადოვის, უიარაღოს, მესხის, ჩხიკვაძის, სტურუას, მიქატაძის, იანანიშვილის, მახალდიანის, ალილუევის, ხიმშიაშვილის, კიკნაძის, ბახმაროს, პიონერის, გომარეთის, ახტალის, კალიუჟინის, რაჭის, ცინცაძის, კოხრეიძის, ჭიჭინაძის, რიონჰესის და დიდი ჯიხაიშის ქუჩებზე.

გლდანის რაიონს ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდება, საუბარია გლდანის მასივის III, IIIა, IV, V მიკრორაიონების, აბაშიძისა და ნანეიშვილის ქუჩებზე.

11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მუხიანის IVბ მიკრორაიონის, გობრონიძის, ავალიშვილის და ფირცხალავას ქუჩებს. 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება გლდანის მასივის V მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩაზე.

ისნის რაიონში ელექტროენერგია 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება. კერძოდ, ნავთლუღის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, ჯიქიას, ორბელების, ხარაბაძის, ბეგიაშვილის, ანდღულაძის, ქობულაძის, ჩოჩუას და ზანდუკელის ქუჩებზე.

კრწანისის რაიონის აბონენტებს ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ. კერძოდ, სოფელი თელეთის, ფონიჭალის დასახლების, სურგულაძის, ლომინაძის, ჟორდანიას, თელეთისა და ღოღობერიძის ქუჩებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სამგორის რაიონს. საუბარია აეროდრომის დასახლების, გარდაბნის გზატკეცილის, ვარკეთილის მასივის IV, VI, VII, VIII, IX კვარტლების, კალოუბნის, შუამთის, ჯავახეთის, მოსტკოვის, ცისკარიშვილის, გუმათგესის, იდუმალის, ჭიჭინაძის, შტენბერგის, წურწუმიას, გურჯიევის და ფრონეს ქუჩების მაცხოვრებლებზე.

საბურთალოს რაიონში ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება სოფელი დიღომსა და დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.