თბილისის ექვს რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის ექვს რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის ექვს რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ნაძალადევის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), თემქის დასახლების IV კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, IV კვარტლების, თემქის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, რომელაშვილის, ლაგურაშვილის, გაბაშვილის, ქობისა და საგუბარის ქუჩების მაცხოვრებლებზე.

მთაწმინდის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ რუსთაველის გამზირის, თავისუფლების მოედნის, ბოლო აღმართის, სოლოლაკის ხევის, კომკავშირის ხეივნის, გალაკტიონ ტაბიძის, ლერმონტოვის, შალვა დადიანის, მაჩაბელის, ჭონქაძის, დავითაშვილის, ამაღლების, იაშვილის, ინგოროყვას, ბერიძის, ჩაიკოვსკის, ჩიტაძის, დუმბაძის, მესხის, გერგეთის, სავანელის, შხეფის, ასათიანის, შინდისის, ოქროყანის, წავკისის, ავთანდილის, გუდიაშვილის, პუშკინის, მანჯგალაძის, ვაჩნაძის, ჯორჯაძის, თაბუკაშვილის, ფურცელაძის, 9 აპრილის, კალანდაძისა და მარნეულის ქუჩების აბონენტებს.

გლდანის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია გლდანის მასივის I, II, IIIა, IV, V, VI მიკრორაიონებზე, მუხიანის I მიკრორაიონზე, თიანეთის გზატკეცილზე, ხიზანიშვილის, ფეიქართა, საბაშვილის, გაგარინის, ლესელიძის, ხერგიანის, მიქატაძის, მორეტის, ქერჩის, შენგელაიას, კეცხოველის, წყაროთუბნის, გობრონიძის, შეშელიძისა და წყალსადენის ქუჩებზე.

საბურთალოს რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, სოფელი ლისის (ნაწილობრივ), ფერმწერთა, ბენდელიანისა და კოსტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, სამტრედიის ქუჩაზე ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება.

ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე, მოსაშვილისა და ფალიაშვილის ქუჩებზე ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.