თბილისის ექვს რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის ექვს რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის ექვს რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია სოფელი დიღმის, სოფელი ნატბეურების, ჩალისპირების დასახლების, გლდანი-დიღომის შემაერთებელი გზის, სამხედრო გზატკეცილის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, აღმაშენებლის ხეივნის, ვაშლიჯვრის დასახლების, გოძიაშვილის, კვანტალიანისა და გელოვანის ქუჩების მაცხოვრებლებზე.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხება ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ბუდაპეშტისა და შალვა ნუცუბიძის ქუჩებს.

დიდუბის რაიონის აბონენტებს ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ. კერძოდ, გელოვანის გამზირს (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირს (ნაწილობრივ) და დიღმის მასივის I, II კვარტლებს (ნაწილობრივ).

კრწანისის რაიონში, რუსთავის გზატკეცილის, ფონიჭალის დასახლების, გორგასლისა და შავნაბადას ქუჩების მაცხოვრებლებს, ელექტროენერგია 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეუწყდებათ.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე ელექტროენერგია ასევე შეწყდება ნადიკვარის დასახლების, ნადიკვარის I ქუჩის, ნადიკვარის, კალანდაძისა და ბერძნის ქუჩებზე.

სამგორის რაიონში აეროპორტის დასახლებას ელექტროენერგიის მიწოდება 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ნაწილობრივ შეეზღუდება.

გლდანის რაიონში, მუხიანის II და III მიკრორაიონების აბონენტებს ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდებათ.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე ელექტროენერგია ასევე შეწყდება იპოლიტოვ-ივანოვის, ქერჩისა და გმირ კურსანტთა ქუჩებზე.

ჩუღურეთის რაიონში, აღმაშენებლის გამზირის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ნაწილობრივ შეეზღუდება.

ვაკის რაიონში, არაყიშვილისა და აბაშიძის ქუჩებზე ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.