თბილისის ექვს რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის ექვს რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის ექვს რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

სამგორის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ვარკეთილის მეურნეობის, სოფელი დიდი ლილოს, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), აფრიკის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, ჭიჭინაძის, გუგუშვილის, დობორჯგენიძის, რაზიკაშვილის, ენუქიძის, გუმათჰესის, მშვიდობის, თვალჭრელიძის, სანაძის, ფაღავას, ქიზიყის, ერმაკოვის, ფრისის და ბერიას ქუჩების მცხოვრებლებზე.

კრწანისის რაიონის აბონენტებს დენი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდებათ. კერძოდ რუსთავის გზატკეცილს, გორგასლის, კოსტავას, ნიშნიანიძის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩებს.

დიდუბის რაიონში ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), თორნიკე ერისთავის (ნაწილობრივ) და მირცხულავას ქუჩების აბონენტებზე.
ნაძალადევის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სადმელის, გამყრელიძის, სამოცდამეშვიდე, სამოცდამეცამეტე, კაკაბაძის, მაღალაშვილის, ამირანაშვილის და ველისციხის ქუჩებზე.

საბურთალოს რაიონში ნუცუბიძისა და დელისის ქუჩების მოსახლეობას დენი 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეუწყდება.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე ელექტრომომარაგებაზე შეზღუდვა ასევე შეეხებათ საბურთალოს, ცინცაძის, საირმის, ბურძგლას, მინდელის (ნაწილობრივ) და ფერმწერთა (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, თევდორე მღვდლის ქუჩის აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ნაწილობრივ შეეზღუდებათ.

გლდანის რაიონში, ელექტრომომარაგება, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ქერჩისა (ნაწილობრივ) და გმირ კურსანტთა ქუჩების მცხოვრებლებზე.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია “თელასის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.