თბილისის ექვს რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის ექვს რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის 6 რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

„თელასის“ ინფორმაციით, საბურთალოს რაიონის აბონენტებს ელექტროენერგია 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეეზღუდებათ. საუბარია შალვა ნუცუბიძის, ასათიანის და ზემო დელისის ქუჩებზე.

ასევე 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს. 14:00 საათიდან 16:00 საათამდე კი ელეწტრომომარაგება შეწყდება ყაზბეგის გამზირის, უნივერსიტეტის, ოთარ ლორთქიფანიძის, ედიშერ მაღალაშვილის, ოთარ ჩხეიძის და გიორგი გეგეჭკორის ქუჩებზე.

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგია ნაძალადევის რაიონში შეიზღუდება. კერძოდ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვისუბნის დასახლების X კვარტალში, თემქის დასახლების IV კვარტლში, ტყიბულის, გიორგი ირემაშვილის, გურამ ქუთათელაძის, დომენტი ჟღენტის, ხვანჭკარის, ურეკის, საჩხერის, ჩარგლის, ცოდნისკარის, ანაპის 414-ე დივიზიის, ქეთევან მაღალაშვილისა და შატილის ქუჩებზე.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II და III კვარტლების მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება გურამიშვილის გამზირის, მეტრო ღრმაღელეს მიმდებარე ტერიტორიის, სანზონის დასახლების და გუდამაყრის ქუჩებზეც.
სამგორის რაიონში ეეწტროენერგია​ 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს და სადგური ლილოს აბონენტებს შეუწყდებათ.

ისნის რაიონის მოსახლეობას ელექტროენერგიაზე შეზღუდვა 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეეხება.

საუბარია წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, სამხედრო ქალაქი 202-ის, ელიას მთის, ნიაბის, სომხეთის, კვალეთის, კიკეთის, კვესეთის, ბეთანიის, შილდის, გოლოვნის, რაზიკაშვილის, გედევანიშვილის, გუმბრის, საინგილოს, ფშავის, რუისის, თამაზ მუჯირიშვილის, ბზიფის, მიხეილ მრევლიშვილის, თეძამის, რუისპირის, ბეღლეთის, კაიშაურის, გალავნის, სამრეკლოს, აბულის, დომინიკა ერისთავის (განდეგილი), ახალუბნის, განთიადის, ხივინის, ნაქერალის, ჟონეთის, საინგილოს, შაქრიანის, ოძისის, გიორგი აბრამიშვილის, სათემოს და ქვის სახლის ქუჩებზე.
ელექტროენერგია დროებით შეწყდება დიდუბის რაიონშიც. გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა ნაწილობრივ შეეხება აკაკი წერეთლის გამზირისა და სტანისლავსკის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია გლდანის მასივის II, IV მიკრორაიონების, დემნა შენგელაიას, მამკოდის, ომარ ხიზანიშვილის და მორეტის ქუჩებზე.
ასევე 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის და ანგია ბოჭორიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დატოვე კომენტარი