„თბილისის ენერჯი“ - დიდ დიღომში, დავარის ქუჩაზე ერთ-ერთმა კომპანიამ სარემონტო სამუშაოებისას დააზიანა გაზის მილი, ბუნებრივი გაზი 3000 აბონენტს შეუწყდა
„თბილისის ენერჯი“ - დიდ დიღომში, დავარის ქუჩაზე ერთ-ერთმა კომპანიამ სარემონტო სამუშაოებისას დააზიანა გაზის მილი, ბუნებრივი გაზი 3000 აბონენტს შეუწყდა

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, დიდ დიღომში, დავარის ქუჩაზე ერთ-ერთმა კომპანიამ სარემონტო სამუშაოებისას კვლავ დააზიანა „თბილისი ენერჯის“ გაზის მილი. კომპანიაში აცხადებენ, რომ ბუნებრივი გაზი შეუწყდა მიმდებარედ მცხოვრებ 3000 აბონენტს.

„ადგილზე უკვე მუშაობენ ჯგუფები, რომ სწრაფად აღდგეს ბუნებრივი გაზის მიწოდება. ბოდიშს გიხდით ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი მდგომარეობისთვის. ბუნებრივი გაზის მიწოდებას დავიწყებთ 16:00 საათიდან და 22:00 საათამდე სრულად ჩაირთვება ყველა აბონენტი“,- აღნიშნულია „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციაში.