თბილისის „დინამოს“ ნახევარმცველს, გიორგი ზარიას ოპერაცია ჩაუტარდა
თბილისის „დინამოს“ ნახევარმცველს, გიორგი ზარიას ოპერაცია ჩაუტარდა

გიორგი ზარია ბათუმის “დინამოსთან” შეხვედრაში დაშავდა – გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ თბილისის “დინამოსა” და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ნახევარმცველს ოპერაცია სჭირდებოდა.

კლუბის ცნობით, გიორგის წინა ჯვარედინი იოგის აღსადგენად და დაზიანებულ ლატერალურ მენისკზე ოპერაცია ჩაუტარდა.

თბილისის “დინამოს” ექიმის, დავით ხარაბაძის თქმით, 20 წლის ფეხბურთელი, რომელმაც დასრულებულ სეზონში რამდენიმე შთამბეჭდავი თამაში ჩაატარა, სარეაბილიტაციო კურსს ახლო მომავალში დაიწყებს, ხოლო გუნდთან ერთად სრული დატვირთვით 7-8 თვეში ივარჯიშებს.