თბილისის "დინამომ" "ლუკოილ აკადემიკთან" მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა [ვიდეო]
თბილისის "დინამომ" "ლუკოილ აკადემიკთან" მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა [ვიდეო]

საქართველოს ჩემპიონი “თბილისის დინამო” ფიბას თასზე მორიგ შეხვედრას ხვალ, თბილისის სპორტის სასახლეში გამართავს. ირაკლი ხოშტარიას გუნდის მეტოქე ბულგარული “ლუკოილ აკადემიკი” იქნება.

დინამოელებს E ჯგუფში 3 მატჩი აქვთ ჩატარებული. ქართული კლუბი ჯერჯერობით მოგების გარეშე ასპარეზობს.

“ლუკოილმა” საკუთარ არენაზე საქართველოს ჩემპიონს დაძაბულ ბრძოლაში მხოლოდ 3 ქულის სხვაობით: 73-70 სძლია.

ხვალინდელ შეხვედრას ქართული გუნდი სრული საბრძოლო შემადგენლობით გამართავს. მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება.

 

იხილეთ დინამოს მთავარი მწვრთნელის ირაკლი ხოშტარიას კომენტარი: