თბილისის „დინამომ“ იმრან ულად-ომარი საქართველოში დააბრუნა #1TVSPORT
თბილისის „დინამომ“ იმრან ულად-ომარი საქართველოში დააბრუნა #1TVSPORT

იმრან ულად-ომარი „დინამო თბილისის“ ფეხბურთელია. თბილისურმა გუნდმა ევროტურნირებამდე საქართველოში რუსეთიდან დააბრუნა მაროკოელი ნახევარმცველი, რომელმაც ქართველ გულშემატკივარს თავი თბილისის „ლოკომოტივში“ კარგი თამაშით დაამახსოვრა.

იმრან ულად-ომარი „დინამო თბილისის“ ფეხბურთელია. მოთამაშე ჩვენს გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და თბილისურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ბოლომდე გააფორმა. ულად-ომარი „დინამო თბილისს“ უკვე შეუერთდა. ახლაგაზარდა ნახევარმცველმა პირველი ვარჯიში ინდივიდუალური პროგრამით ჩაატარა, მომდევნო დღეებში კი, ძირითად ჯგუფს შეუერთდება“, – წერია „დინამოს“ პრეს-სამსახურის გავრცელებულ ცნობაში.

წარმოშობით მაროკოელი, ნიდერლანდების პასპორტის მქონე ფეხბურთელის ბოლო კლუბი ვოლგოგრადის „როტორი“ გახლდათ, სადაც ათი მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

​სხვადასხვა დროს იმრანს ნიდერლანდურ, სლოვაკურ და რუმინულ კლუბებში უასპარეზია. 2020-22 წლებში თბილისის „ლოკომოტივის“ ღირსებას იცავდა. ამ კლუბის მაისურით შემტევმა ნახევარმცველმა 50 შეხვედრაში გაიტანა 13 გოლი და შეასრულა 9 საგოლე გადაცემა. იმრან ულად-ომარმა თბილისის „ლოკომოტივთან“ ერთად უეფა-ს ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში იასპარეზა.

დატოვე კომენტარი