თბილისის "დინამომ” ფიბა ევროპის თასზე მორიგი მარცხი განიცადა
თბილისის "დინამომ” ფიბა ევროპის თასზე მორიგი მარცხი განიცადა

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი საკუთარ მოედანზე ბულგარეთის “ლუკოილ აკადემიკთან” 9 ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 63:72 დამარცხდა.

“დინამო” ფიბა ევროპის თასის E ჯგუფში “კლუჟ ნაპოკასთან”, “ისტამბულთან” და “ლუკოიკ აკადემიკთან” ერთად ასპარეზობს.

ქართულ კლუბს ოთხი ტურის შემდეგ ოთხი მარცხი აქვს.

მომდევნო ტურის გასვლით შეხვედრას “დინამო” 15 ნოემბერს “კლუჟ ნაპოკას” წინააღმდეგ ჩაატარებს.