თბილისის „დინამო“ ზედიზედ მეორედ საქართველოს ჩემპიონია

21:05, 30.05.2018

ქუთაისის სპორტის სასახლეში კალათბურთში საქართველოს ჩემპიონი გამოვლინდა. ზედიზედ მეორედ ქვეყნის საუკეთესო გუნდის ტიტული თბილისის „დინამომ“ მოიპოვა, რომელმაც ფინალურ სერიაში 3:2 დაამარცხა „ქუთაისი“.

პირველ ტაიმში უფრო ხშირად წინ „ქუთაისი“ იყო. ერთხელ მასპინძლები რვა ქულით გავიდნე​ნ წინ და ეს მაქსიმალური უპირატესობა იყო, თუმცა ტაიმი ორი ქულით მაინც „დინამომ“ მოიგო.

მეორე ნახევარი თბილისელებმა 7:0 გაქცევით დაიწყეს და 52:44 დაწინაურდნენ. „ქუთაისმა“ უფრო შორს არ გაუშვა მეტოქე, 10:0 გაიქცა და თავად გავიდა წინ. ამის შემდეგ თამაში ისევ ქულა ქულაში წავიდა.

60:59–ზე „დინამოს“ სასარგებლოდ, გუნდები დაახლოებით ორი წუთის განმავლობაში ქულას ვერ იღებდნენ, რის შემდეგაც მეტოქეებმა გაქცევები გაცვალეს – ჯერ „ქუთაისს“ ჰქონდა 4:0 სპურტი, შემდეგ „დინამოს“ – 14:0 და ამან გადაწყვიტა მატჩისა და ტიტულის ბედი – 77:69.

„დინამოს“ რიგებში 27 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო კაილ ტურპინი იყო.

მსგავსი