თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მანანა აბაზაძის ვარსკვლავი გაიხსნა
თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მანანა აბაზაძის ვარსკვლავი გაიხსნა

თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ საქართველოს სახალხო არტისტის, ანსამბლ „სუხიშვილების“ ყოფილი მოცეკვავის, ქორეოგრაფის, მანანა აბაზაძის ვარსკვლავი გაიხსნა.

ვარსკვლავის გახსნამდე მანანა აბაზაძისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, რომელშიც „სუხიშვილების“ რამდენიმე თაობის მოცეკვავეები მონაწილეობდნენ.

ვარსკვლავის გახსნა საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით მოეწყო.