თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს [ფოტო]
თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს [ფოტო]

თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მომღერლის, კინომსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან უამრავი ხალხია შეკრებილი, რომლებიც ბუბა კიკაბიძეს ემშვიდობებიან.

ვახტანგ კიკაბიძეს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან გამოასვენებენ და, საკუთარი ანდერძის თანახმად, ვერის სასაფლაოზე, ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალავენ.

მომღერალი, კინომსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, საქართველოს სახალხო არტისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 84 წლის ასაკში 15 იანვარს გარდაიცვალა.