თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა
თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიურმა დასმა „მსოფლიო ხალხთა ცეკვები“ წარმოადგინეს. როგორც დასის ხელმძღვანელმა, ილიკო სუხიშვილმა აღნიშნა, პროგრამაში რვა ქვეყნის კომპოზიციებია წარმოდგენილი.

ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, საქართველოს მთავრობის, საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრენენ.

ღონისძიების ორგანიზატორთა ინფორმაციით, კულტურული მრავალფეროვნების განვითარების დღე 2002 წლის 21 მაისიდან აღინიშნება და მის მიზანს მსოფლიოში კულტურული ღირებულებების შესახებ ცოდნის გაღრმავება წარმოადგენს.