თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში „აბბა-მანიას“ კონცერტი გაიმართა
თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში „აბბა-მანიას“ კონცერტი გაიმართა

ფონდ „კეთილსოფლის“ ორგანიზებით, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში „აბბა-მანიას“ კონცერტი გაიმართა. ჯგუფმა „აბბას“ ცნობილი ჰიტები შეასრულა. ღონისძიებიდან შესული თანხა „სიკეთის სახლის“ მშენებლობას მოხმარდება.

საქველმოქმედო ფონდი „კეთილსოფელი“ ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანი ბათუმში ხუთსართულიანი კორპუსის „სიკეთის სახლის“ აშენებაა, სადაც დასახლდება 20-მდე ოჯახი, რომლის სულ მცირე, ერთი წევრი არის შშმ პირი.

აბბა-მანიას“ 35 ქვეყენაში 3 000 კონცერტი აქვს ჩატარებული.