თბილისის ცხრა რაიონში მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის ცხრა რაიონში მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის ცხრა რაიონში მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

სამგორის რაიონში, ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის მაცხოვრებლებს ელექტროენერგია 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეუწყდებათ. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგია ასევე შეწყდება სოფელი დიდი ლილოს, საქნავთობის დასახლების, აეროპორტის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ევროპის, ქართველიშვილის, იუმაშევის, ჯავახეთის, ქიზიყის, მებაღეობის, ენუქიძის, ჭიჭინაძისა და პოლიციის ქუჩებზე.

გლდანის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია სოფელი გლდანის, მუხიანის აგარაკებისა და მუხიანის IVბ მიკრორაიონის მცხოვრებლებზე.

საბურთალოს რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, ვაშლიჯვრის დასახლებაში, კვანტალიანისა და გოძიაშვილის ქუჩებზე. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხება შმიდტის, ცაგარელის, საირმისა და ბურძგლას ქუჩებს. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება დიღმის სასწავლო მეურნეობის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, შალვა ნუცუბიძის, დელისის, თამაზ ნადარეიშვილის, სიხარულიძის, ძმები კარბელაშვილების, აკაკი გელოვანის, გურამ ნიჟარაძისა და ჯებაშვილის ქუჩებზეც. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე ელექტრომომარაგება დიდი დიღმის I მიკრორაიონსა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე შეიზღუდება.

მთაწმინდის რაიონში, ლერმონტოვის, ქიქოძისა და მაჩაბლის ქუჩებზე ელექტროენერგია 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეწყდება.

კრწანისის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია კოლმეურნეობის მოედნის, ვეკუას, ვაჩნაძის, ფხოვის, თაბუკაშვილის, ბარათაშვილისა და პუშკინის ქუჩების მცხოვრებლებზე.

ჩუღურეთის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, ტერენტი გრანელის, ლენტეხისა და ოსიაურის ქუჩებზე.

დიდუბის რაიონში, აგლაძის, სამტრედიის, გუდაუთისა და მირცხულავას ქუჩებზე ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება.

დიდგორის რაიონში ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია სოფელი ოქროყანის, სოფელი წავკისის (ნაწილობრივ), ფუნიკულიორის ზედა პლატოსა და ოქროყანის ქუჩის მცხოვრებლებზე.

ისნის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა გავრცელდება კახეთის გზატკეცილის, მერვე ლეგიონის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, ანთიმოზ ივერიელის, ქობულაძის, ტატიშვილის, ბუკისციხის, ჩოჩუას, მესხეთის, კოპცოვის, ხარაბაძის, ჯიქიას, კაკაბეთისა და ლაღიძის ქუჩებზე.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.