თბილისის ცხრა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
თბილისის ცხრა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის ცხრა რაიონში დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონში ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, ვაჟა-ფშაველას გამზირზე (ნაწილობრივ), ტაშკენტის, ბუდაპეშტის, ჩიქოვანის, ახალშენის, იოსელიანის, ჭიათურის, ბზვანელის, მიროტაძისა და კოსტავას (ნაწილობრივ) ქუჩებზე.

ასევე, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ვაჟა-ფშაველას II კვარტლისა და ნუცუბიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონში, დაბა კოჯრის აბონენტებს ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეუწყდებათ.

მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდება. საუბარია კრავეიშვილის, ჩიტაძის, მოსიძის, ინგოროყვას, ყიფიანის, მესხის, კოტეტიშვილის, არსენას, ვეძინის, ბესიკისა და ჭონქაძის ქუჩებზე.

გლდანის რაიონში, ხიზაბავრის ქუჩის მაცხოვრებლებს ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ.

სამგორის რაიონის აბონენტებს ელექტროენერგია 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეუწყდებათ. კერძოდ, ვარკეთილი-3 II მიკრორაიონისა და გახოკიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ცოტნე დადიანის, ზიგზაგის, თორნიკე ერისთავის, ღრმაღელეს, გვაზაურის, ღოღობერიძის, ქსოვრელის, ტოროშელიძის, ლომთათიძის, ილურიძის, თმოგვის, დაისის, კნოლევის, დიდი ჯიხაიშის, იმერეთის, სვირის, ზედაზენის, ჯავის, ნათაძის, ხვინგიას, წიწამურის, ჭყონდიდელის, ეკა ბეჟანიშვილის, ზესტაფონის, საყვირის, რიონჰესის, ბენდელიანისა და სააკაძის ქუჩებზე.

დიდუბის რაიონში, დიღმის მასივის II კვარტლის მაცხოვრებლებს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდებათ ელექტროენერგია.

ვაკის რაიონის აბონენტებს ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ. საუბარია ილია ჭავჭავაძის გამზირის, წყნეთის გზატკეცილის, ბაგების დასახლების, წყნეთის ხევის, იმედაძის, ყიფშიძის, მიქელაძის, გაბაშვილის, ფალიაშვილის, მოსაშვილის, კავსაძის, აბაშიძისა და თაქთაქიშვილის ქუჩებზე.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება ისნის რაიონშიც. კერძოდ, ლადო ალექსი-მესხიშვილის, ავლაბრის, ბაჩანას, ვახტანგ მეექვსეს, გიორგი წერეთლის, კონსტანტინე ერისთავისა და ვარდისუბნის ქუჩებზე.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.