თბილისის ცხრა რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის ცხრა რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის ცხრა რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

​საბურთალოს რაიონის აბონენტებს ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ. საუბარია ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, პეკინის გამზირის, საირმის გორის, თამარაშვილის, ქავთარაძის, საბურთალოს, კარტოზიას, ანტონოვსკაიას, შევარდენიძისა და ცინცაძის ქუჩებზე. ასევე 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება პეტრიწის ქუჩას.

გლდანის რაიონში ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, მუხიანის I და II მიკრორაიონების, ალეკო გობრონიძის, ილორის, ზარზმის, სარაჯიშვილისა და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩებზე. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხება ილია ვეკუას ქუჩას.

ელექტროენერგია შეწყდება სამგორის რაიონშიც 10:00 საათიდან 17: საათამდე. საუბარია საქართველოს მთლიანობისთვის მებრძოლთა და მაისურაძის ქუჩებზე.

ვაკის რაიონის, კერძოდ წყნეთის გზატკეცილის აბონენტებს ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეუწყდებათ.

ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგია შეიზღუდება მეტრო „ღრმაღელეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გურამიშვილის გამზირზე, ქსნის, ვარდისუბნის, არბოს, ცოტნე დადიანის, ცისარტყელას, ბენდელიანის, ვახტანგ ნინუასა და ზესტაფონის ქუჩებზე.

ასევე, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ჯავის, მოლოკოვის, ზედაზენის, სააკაძის, რიონჰესის, ბენდელიანისა და დადიანის ქუჩებს. 11:00 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება ზღვისუბნის დასახლების VIII კვარტლის, მესხის, კელაპტრიშვილის, სტურუასა და ხუდადოვის ქუჩებზეც.

ისნის რაიონის მოსახლეობას ელექტრომომარაგება 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდება. კერძოდ, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ხერხეულიძის, სართიჭალას, ბოროდინისა და ფაღავას ქუჩებს. ასევე, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გელათის, ვახტანგ გორგასლის, გიორგი წერეთლის, კლარჯეთის, ბარათაშვილის, ბაჩანას, არმაზის, არარატის, აბდუშელიშვილის, კარდენახის, ლომოურის, სამოქალაქოს, ალვანის, ავლაბრის, რუისის, მეტეხის, ჩეხოვის, ფერისცვალების, ცუცქირიძის, იორის, ხიდისთავის, გელათის, გაბრიელ ეპისკოპოსის, დუშეთის, სამრეკლოს, ხარაგაულის, ლადო ალექსი მესხიშვილის, ერევნის, ბახვის, ურიცკის, ქედის, გაბისკირიას, გრემის, ელენე ახვლედიანისა და სპარტაკის ქუჩებს.

დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირის მაცხოვრებლებს ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ. ასევე 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება უშანგი ჩხეიძის ქუჩას.

მთაწმინდის რაიონში, რუსთაველის გამზირზე ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. ასევე 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბოლო აღმართის, ამაღლებისა და წავკისის ქუჩებს.

კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიაზე შეზღუდვა შეეხება სოფელი ფონიჭალისა და მარნეულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.