თბილისის „არტ ფეარი“ 2019 გაიხსნა [ფოტო]
თბილისის „არტ ფეარი“ 2019 გაიხსნა [ფოტო]

თბილისის „არტ ფეარი“ 2019 დღეს გაიხსნა. „ექსპო ჯორჯიას“ პავილიონებში დამთვალიერებლებს სხვადასხვა ქვეყნის რჩეული არტისტების ნამუშევრები დახვდებათ.

ამას გარდა, ჯგუფურ ექსპოზიციაში წარმოდგენილია 39 ქართველი და უცხოელი ხელოვანის ნამუშევარი და რამდენიმე კურატორული პროექტი.

თანამედროვე ხელოვნების ყველაზე მასშტაბური ბაზრობა თბილისში წელს მეორედ იმართება და სხვადასხვა ქვეყნის გალერისტებს, არტისტებს, მხატვრებს, ფოტოგრაფებსა და კურატორებს აერთიანებს.

ხელოვნების ბაზრობაზე „ექსპო ჯორჯიაში“ 30-ზე მეტი ადგილობრივი, უცხოური გალერეა და კოლექციებია გამოფენილი.

საერთაშორისო არტ გამოფენაზე მსოფლიოს თანამედროვე ხელოვნების უახლესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტენდენციების ნახვაა შესაძლებელი.