თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა
თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის წლისთავზე, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„საქართველოს დედაქალაქი კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას უკრაინელ ხალხს და უსურვებს მათ მშვიდობასა და ქვეყნის ერთიანობას“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.