თბილისის ანძა სომხეთის დროშის ფერებში განათდა

12:30, 21.09.2019

სომხეთი დამოუკიდებლობის აღდგენის 28-ე წლისთავს აღნიშნავს. 1991 წელს 21 სექტმებერს გამართულ რეფერენდუმზე სომეხმა ხალხმა ხმათა უმრავლეობით, საბჭოთა კავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი.

ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, საზეიმო ღონისძიებები წელს ქალაქ გიუმრიში გაიმართება.

ამასთან, წუხელ თბილისში, ამ დღის აღსანიშნავად, ანძა სომხეთის დროშის ფერებში განათდა.

მსგავსი