თბილისის ანძა ლიბანის დროშის ფერებში განათდა

21:45, 09.08.2020

ლიბანელი ხალხის მხარდასაჭერად, თბილისის ანძა ლიბანის დროშის ფერებში განათდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ამ ტრაგიკულ დღეებში საქართველო ლიბანელი ხალხის გვერდით არის!- ეს არის საქართველოს გზავნილი ლიბანისადმი.

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში აფეთქებას 158 ადამიანი ემსხვერპლა, ექვსი ათასზე მეტი კი დაშავდა.

მსგავსი