თბილისის ანძა გვატემალის დროშის ფერებში განათდა

21:01, 15.09.2026

გვატემალის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის ანძა გვატემალის დროშის ფერებში განათდა.

გვატემალამ ესპანეთისგან დამოუკიდებლობა 1821 წელს მოიპოვა და ეროვნულ დღესასწაულს 15 სექტემბერს ზეიმობს.

15 სექტემბერი ქვეყნის მასშტაბით უქმე დღედ არის გამოცხადებული და სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება.

მსგავსი