თბილისის ანძა გერმანიის დროშის ფერებში განათდა
თბილისის ანძა გერმანიის დროშის ფერებში განათდა

კორონავირუსთან ბრძოლაში მხარდასაჭერად თბილისის ანძა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა.

„საქართველო თქვენ გვერდით არის! ერთად დავამარცხებთ პანდემიას!“ – ამ მესიჯს საქართველო გერმანელ ხალხს უგზავნის.

საქართველომ მსგავსი სოლიდარობა სხვა ქვეყნებსაც გამოუცხადა და სიმბოლურად, თბილისის ანძა იტალიის, ესპანეთის, თურქეთის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და აზერბაიჯანის დროშების ფერებში გაანათა.