თბილისის ანძა ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა
თბილისის ანძა ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა

თბილისის ანძა ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„ანძის განათებაზე გადაწყვეტილება უკავშირდება ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

ევროკომისიის ამ რეკომენდაციით, ევროპამ საქართველოსთვის კიდევ ერთი, ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება მიიღო“, – ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

ევროკომისიამ რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.