თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა

21:54, 04.07.2026

საქართველოს დედაქალაქი ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 250 წლის იუბილეს ულოცავს.

„ვულოცავთ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს. ვუსურვებთ მათ მშვიდობასა და განვითარებას!“ – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით თბილისის სატელევიზიო ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა.

მსგავსი