თბილისის აეროპორტში ყაზახეთის მოქალაქეს 676,1448 გრამი კოკაინის შემცველი ერთი კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება აღმოუჩინეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყაზახეთის მოქალაქე დააკავეს, რომლის ხელბარგის ჩხრეკისას პოლიციამ 676,1448 გრამი კოკაინის შემცველი ერთი კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის, მამუკა ჭელიძის განცხადებით, დაკავებული საქართველოში ბრაზილიიდან დუბაის გავლით ჩამოფრინდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.