თბილისის აეროპორტში „კოვიდ-19“-ის პანდემიის რეგულაციებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
თბილისის აეროპორტში „კოვიდ-19“-ის პანდემიის რეგულაციებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

კომპანია „ტავ ჯორჯიას“ ორგანიზებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „კოვიდ-19“-ის პანდემიის რეგულაციებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, შეხვედრას აეროპორტის ხელმძღვანელობასთან ერთად, 21 ავიაკომპანიის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საავიაციო უშიშროებისა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემები მგზართა გადაზიდვები, საზღვრის კვეთის რეგულაციები და მასთან დაკავშირებული გამოწვევები იყო.

დატოვე კომენტარი