თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს
თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“ სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის ხ.წ.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს.

მათივე ცნობით, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, საქონლის საბაჟო ღირებულებამ 10 420.68 ლარი შეადგინა.

საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 10 420.68 ლარის ოდენობით შეეფარდა.

დატოვე კომენტარი