თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა ოქროს ნაკეთობების ქვეყანაში კანონდარღვევით შემოტანის 4 ფაქტი აღკვეთეს.
სომხეთის მოქალაქეებს არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა 399.65 გრამი) ნაკეთობები საზღვარზე უკანონოდ შემოჰქონდათ.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 26,063.87 ლარი შეადგინა.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 26,063.87 ლარის ოდენობით შეეფარდათ.