თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი დაიხურა
თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი დაიხურა

კინოთეატრ „ამირანში“ თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი დაჯილდოების ცერემონიით დაიხურა.

ფესტივალის ფარგლებში ოქროსა და ვერცხლის „პრომეთეს“ მფლობელები კონკურსის საერთაშორისო მონაწილეებს შორის შეირჩნენ. ეროვნული პროექტის „ქართული პრომეთეს“ საუკეთესო ფილმები სრულმეტრაჟიან, დოკუმენტურ და მოკლემეტრაჟიან კატეგორიებშიც გამოვლინდა.

საუკეთესო ფილმად „ბროლის გედი“ დასახელდა, ხოლო საუკეთესო რეჟისურად – „მშვიდი ღამე“. ეროვნული პროექტის „ქართული პანორამის“ ჯილდო სრულმეტრაჟიანი ფილმების კატეგორიაში ნინო ჟვანიას „აღლუმმა“ მიიღო.

ჟიურის განსაკუთრებული აღნიშვნა ქართველი რეჟისორის ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის ფილმს „გამჭირვალე სამყარო“ ხვდა წილად.

პირველი არხის გადაცემა „ილუზიონის“ რჩეული იტალიელი რეჟისორების მიერ შექმნილი ფილმი სახელწოდებით „ბიჭები ტირიან“ გახდა.

დაჯილდოების შემდეგ მაყურებლებმა რუპერტ ევერეტის ფილმი „ბედნიერი უფლისწული“ ნახეს.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ახალგაზრდა რეჟისორების სადებიუტო ფილმების წარსადგენად, რომლებსაც საერთაშორისო ჟიური აფასებს, ყოველწლიურად ტარდება.