თბილისის 152-ე ბაღის ერთ-ერთ მასწავლებელს დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდება
თბილისის 152-ე ბაღის ერთ-ერთ მასწავლებელს დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდება

თბილისის 152-ე ბაგა-ბაღის ერთ-ერთ მასწავლებელს დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდება – ამის შესახებ პირველ არხს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელმა ზაზა ავალიანმა განუცხადა.

მისივე თქმით, ბაღის 50 თანამშრომელი გამოიკვლიეს, აქედან ერთის შემთხვევაში გამოხატული რეაქცია შეინიშნება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მასწავლებელს ტუბერკულოზი აქვს.

რაც შეეხება 28 აღსაზრდელის საკითხს, ზაზა ავალიანის თქმით დაკვირვება გრძელდება და ამ დრომდე, დაავადების ნიშნები არც ერთ ბავშვს არ გამოუვლინდა.

„პედაგოგის შემთხვევაში პირველადი ნიშნები არ იყო, ეს არის გამოხატული რეაქცია და არ არის სარწმუნო დასტური იმისა, რომ ვთქვათ, ეს არის დაავადება. ამ დროისთვის, 50 პედაგოგი გამოვიკვლიეთ.

დაკვირვება გრძელდება და სავარაუდოდ, პასუხები სამშაბათისთვის იქნება ცნობილი“, – განაცხადა ზაზა ავალიანმა.

ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ბოლო დღეებში მიმართვიანობა გაიზარდა და გამოკვლევები რეგიონების რამდენიმე ბაღშიც ჩატარდა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის 152-ე საჯარო ბაღის აღმზრდელს ტუბერკულოზი დაუდგინდა, ბაგა-ბაღების სააგენტომ 23 იანვარს გაავრცელა.