თბილისის 147-ე სკოლაში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მუშაობენ [ფოტო]
თბილისის 147-ე სკოლაში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მუშაობენ [ფოტო]

თბილისის 147-ე სკოლაში, სადაც ცოტა ხნის წინ მოსწავლეთა და სკოლის პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მუშაობენ.

როგორც სკოლის დირექტორმა ირინა წიკლაურმა განაცხადა, სკოლაში დღეს დილით ანონიმური ზარი შევიდა, რომ სკოლის შენობაში ნაღმია.

მისივე თქმით, სკოლაში სასწავლო პროცესი ჯერ არ განახლებულა.

ანონიმური ზარის გამო, დღეს  147-ე სკოლიდან მოსწავლეთა და სკოლის პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა.