თბილისის 10 საარჩევნო ოლქიდან ხუთში სალომე ზურაბიშვილი, ხუთში კი გრიგოლ ვაშაძე იმარჯვებს
თბილისის 10 საარჩევნო ოლქიდან ხუთში სალომე ზურაბიშვილი, ხუთში კი გრიგოლ ვაშაძე იმარჯვებს

ცესკო-ს მონაცემებით, თბილისში არსებული 10 საარჩევნო ოლქიდან ხუთში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, ხუთში კი „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.

მთაწმინდის, ვაკის, საბურთალოს, ჩუღურეთისა და დიდუბის საარჩევნო ოლქებში ყველაზე მეტი ხმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო, კრწანისში, ისანში, სამგორში, ნაძალადევსა და გლდანში კი გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს. თუმცა, ორივე კანდიდატის მიერ აღნიშნულ ოლქებში დაგროვებული ხმები 50 პროცენტზე ნაკლებია.

სალომე ზურაბიშვილისა და გრიგოლ ვაშაძის მიერ მიღებული ხმები თბილისის ოლქების მიხედვით ასე გამოიყურება:

#1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქი: 7 971 (31.32%), სალომე ზურაბიშვილი – 9 573 (37.62%);

#2 ვაკის საარჩევნო ოლქი: გრიგოლ ვაშაძე – 14 906 (29.4%), სალომე ზურაბიშვილი – 18 849 (37.18%);

#3 საბურთალოს საარჩევნო ოლქი: გრიგოლ ვაშაძე – 19 021 (30.4%), სალომე ზურაბიშვილი – 23 495 (37.55%);

#4 კრწანისის საარჩევნო ოლქი: გრიგოლ ვაშაძე – 6 689 (38.27%), სალომე ზურაბიშვილი – 6 488 (37.12%);

#5 ისნის საარჩევნო ოლქი: გრიგოლ ვაშაძე – 16 957 (39.18%), სალომე ზურაბიშვილი – 13 856 (32.02%);

#6 სამგორის საარჩევნო ოლქი: გრიგოლ ვაშაძე – 23 826 (41.95%), სალომე ზურაბიშვილი – 16 978 (29.9%);

#7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქი: გრიგოლ ვაშაძე – 8 914 (33.56%), სალომე ზურაბიშვილი – 10 358 (38.99%);

#8 დიდუბის საარჩევნო ოლქი: გრიგოლ ვაშაძე – 10 370 (30.98%), სალომე ზურაბიშვილი – 12 907 (38.56%);

#9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქი: გრიგოლ ვაშაძე – 20 576 (36.63%), სალომე ზურაბიშვილი – 18 758 (33.4%);

#10 გლდანის საარჩევნო ოლქი: გრიგოლ ვაშაძე – 23 974 (40.07%); სალომე ზურაბიშვილი – 17 782 (29.72%).

10-ვე ოლქში ამ დროისთვის ყველა უბნის შედეგები დათვლილია.