თბილისის 10 რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
თბილისის 10 რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის 10 რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონში ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, ფერაძისა და პეტრე იბერის ქუჩების მაცხოვრებლებზე.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, ვაჟა-ფშაველას II, V კვარტლების, სოფელი ლისის (ნაწილობრივ), ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, წყნეთის გზატკეცილის, თამარაშვილის გამზირის, ნუცუბიძის, მინდელის, ბედიას, პოლიტკოვსკაიას, ძოწის, საკანდელიძის, უნივერსიტეტის, თოფურიას, თავხელიძის, ქავთარაძის, მარიჯანის, ჩხეიძის, ბუდაპეშტისა და ტირიფების ქუჩებზე.

ისნის რაიონში, ვაზისუბნის დასახლების აბონენტებს ელექტრომომარაგება 10:30 საათიდან 18:00 საათამდე დროებით შეეზღუდებათ.

მთაწმინდის რაიონში ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება. კერძოდ, რესპუბლიკის მოედნის, ჩიტაძის, ბერიძისა და ასათიანის ქუჩებზე.

სამგორის რაიონში ვარკეთილი-3 II, V მიკრორაიონების, ჯავახეთის, ხომლელისა და გახოკიძის ქუჩებზე ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონის აბონენტებს ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეეზღუდებათ. საუბარია გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და გვაზაურის ქუჩაზე.

ჩუღურეთის რაიონში ელექტრომომარაგებაზე შეზღუდვა 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გავრცელდება. კერძოდ, ქურთების დასახლების, ნორიოს აღმართის, ქვალონის, ცაიშისა და აბაშის ქუჩებზე.

დიდუბის რაიონის აბონენტებს ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ. საუბარია აკაკი წერეთლის გამზირის, თევდორე მღვდლის, გორის, ფიფიას, ფოთის, ბათუმის, ვახუშტი ბაგრატიონის, ევდოშვილის, ზუგდიდისა და სოხუმის ქუჩებზე.

გლდანის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, სოფელი გლდანის, გლდანის მასივის IIIა, V მიკრორაიონების, წყაროთუბნის, მუხის, ლაზოს, კედიას, წყალსადენის, სარაჯიშვილის, ტაძრის, კუპატაძის, მონასტრის, შუშის, ილორისა და ულიანოვის ქუჩებზე.

კრწანისის რაიონში ელექტრომომარაგებაზე შეზღუდვა 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეეხებათ ნადიკვარის, კალანდაძის, ბერძნის, გორგასლისა და მარტვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, დაბა წყნეთში, ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. ასევე, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ფალიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აბაშიძის ქუჩასაც.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.